понедельник, 29 октября 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

   დღეს გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის მესამე და მეოთხე მოდულებს.
    მესამე მოდული ფარგლებში განვიხილეთ:
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის საკვანძო კითხვები
  • როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
  • როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
  •  გავეცანით  დამატებით რესურსებს.
  • ამ მოდულში გამოყენებულ  შემდეგ ფაილებს:საავტორო უფლებების ტესტი, საავტორო უფლების ქაოსი, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი (მარტივი) და შევავსეთ, ჩავწერეთ მოძიებული ინფორმაციის ლინკის მისამართი და მოკლე მიმოხილვა.
  • სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.შეადგინეთ სასწავლო პროცედურები თქვენი სასწავლო პროექტის გეგმისთვის, ჩეკლისტში წარმოდგენილი ინსტრუქციების საფუძველზე.
    3. სასწავლო პროცედურების შედგენის პროცესში შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ საჭიროა სტანდარტებისა და მიზნების შეცვლა ან განახლება. გადავხედეთ სტანდარტებსა და მიზნებს სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტში.
    4. შევინახეთ ჩვენი  სასწავლო პროექტის გეგმა.

воскресенье, 21 октября 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

     დღევანდელ დღეს განვიხილეთ პროექტის  შეფასების დროის ჩარჩო, სხვადასხვა პროექტების მაგალითზე, შემდეგ კი  დავგეგმეთ ჩვენი პროექტისთვის. ასევე კომენტარის სახით დავწერეთ შეფასების შეჯამება.
     განვიხილეთ ზოგადად პრეზენტაციის მომზადების ტექნიკები სასწავლო პროექტზე,  გავეცანით  რამდენიმე პრეზენტაციას  სხვადასხვა საგნებში, შემდეგ კი მოვამზადეთ პრეზენტაცია პოვერპოინტში ჩვენს მიერ შექმნილ  სასწავლო პროექტზე. 

суббота, 20 октября 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

    სანტერესო იყო მეორე მოდული, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება, ზოგადი, თემატური და შინაარსობრიკი კითხვების არსი, მათი სწორად ფორმულირება, რომელიც დაგვეხმარება პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეებისათვის სწორი მიმართულების მიცემაში, ასევე გაკვეთილის დაგეგმვის დროს.
     მნიშვნელოვანი იყო ბლუმის ტაქსონომიის განხილვა, 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევების გამომხატველი სიტყვები, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტისა და გაკვეთილის  სწორად დაგეგმვაში.
    ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტზე. ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები შევიტანეთ პროექტში.
    შევავსეთ დავალება,  ,,ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები".

მეორე დღის რეფლექსია


суббота, 13 октября 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია

ინფორმაციულ- საკომუნიკაციო უნარების გამოყენებით,  პროექტებით სწავლება აუცილებელია  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და საჭირო უნარების გამოსამუშავებლად.
     დღეს განვიხილეთ სასწავლო პროექტის დასაგეგმად და განსახორციელებლად საჭირო საფეხურები, პროექტის შემადგენელი კომპონენტები, კერძოდ: პროექტის გეგმის შაბლონი,  შეფასების რუბრიკა, პროექტის ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლები. და შევქმენით საქაღალდეები თითოეული მასალის შესანახად, გადმოვტვირთეთ ლინკიდან და განვათავსეთ შესაბამისი დასახელების საქაღალდეებში.
     გავეცანით პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა" , ვნახეთ ამ პროექტის მიზანი, მახასიათებლები, შეფასების რუბრიკა, განვიხილეთ პრეზენტაცია პოვერპოინტში.
 გავეცანით სასწავლო მიზნების ცხრილს, რომელშიც მოცემულია პროექტის დაგეგმვის ეტაპები, რაც დაგვეხმარება პროექტზე მუშაობაში.

 გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც უნდა განუვითაროთ მოისწავლეებს, მაგ: სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები და ა.შ. 




[1] წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.