суббота, 13 октября 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია

ინფორმაციულ- საკომუნიკაციო უნარების გამოყენებით,  პროექტებით სწავლება აუცილებელია  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და საჭირო უნარების გამოსამუშავებლად.
     დღეს განვიხილეთ სასწავლო პროექტის დასაგეგმად და განსახორციელებლად საჭირო საფეხურები, პროექტის შემადგენელი კომპონენტები, კერძოდ: პროექტის გეგმის შაბლონი,  შეფასების რუბრიკა, პროექტის ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლები. და შევქმენით საქაღალდეები თითოეული მასალის შესანახად, გადმოვტვირთეთ ლინკიდან და განვათავსეთ შესაბამისი დასახელების საქაღალდეებში.
     გავეცანით პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა" , ვნახეთ ამ პროექტის მიზანი, მახასიათებლები, შეფასების რუბრიკა, განვიხილეთ პრეზენტაცია პოვერპოინტში.
 გავეცანით სასწავლო მიზნების ცხრილს, რომელშიც მოცემულია პროექტის დაგეგმვის ეტაპები, რაც დაგვეხმარება პროექტზე მუშაობაში.

 გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც უნდა განუვითაროთ მოისწავლეებს, მაგ: სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები და ა.შ. 




[1] წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.

Комментариев нет:

Отправить комментарий