суббота, 3 ноября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

    ინტელის ტრენინგ-კურსის მეექვსე დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული.
     გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და ჩავწერეთ ჩვენი პროექტის გეგმაში, შეფასების ინსტრუმენტები, შეფასების დაგეგმვა, შეფასების გეგმის ჩეკლისტი, მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკები.
   მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:გადავხედეთ შემდეგ დოკუმენტს სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი და შეფასების გეგმის ჩეკლისტი, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
2. დავხვეწეთ შეფასების გეგმის რეზიუმე, ჩეკლისტში მითითებული ინსტრუქციების მიხედვით.
3. დავხვეწეთ სასწავლო პროცედურები; კერძოდ კი აღწერეთ, როგორ გამოიყენებთ შეფასების ფორმებს პროექტის განმავლობაში.
4. და ბოლოს, შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ფორმები და სასწავლო პროცედურები პროექტის გეგმიდან.
  • დავფიქრდით, რატომ გვსურდა მოსწავლის მიერ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.  დავამატეთ რამდენიმე ისეთი ამოცანა და სტანდარტი, რომელიც პროექტის გეგმის შექმნისას არ გაგვახსენდა.
  • გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შექმნილ შეფასების ფორმებს. საჭიროა თუ არა შეფასების გეგმაში რომელიმე ამოცანის დამატება?
5. გადავხედეთ სტანდარტებისა და მიზნების ჩამონათვალს, შევასწორეთ და შევცვალეთ ისინი საჭიროებისამებრ.
6. შევინახეთ განახლებული პროექტის გეგმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий