ტრენინგ-კურსის მერვე დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული.
გადავხედეთ მეშვიდე მოდულის კითხვებსა და ძირითად საკითხებს. თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შემუშავებულ იდეებსა და მასალებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

ვუპასუხეთ მოდულის კითხვებს:
- როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
- როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
გავეცანით მეშვიდე მოდულის ძირითად საკითხებს:
- კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
- მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
- განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
- მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.
- შევქმენით მოსწავლეთა ფასილიტაციისათვის დოკუმენტი: პრეზენტაცია პოვერპოინტში , ჩვენი პროექტის თემაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий