воскресенье, 11 ноября 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

    მეცხრე დღეს ტრენინგ-კურსისა გადავხედეთ მერვე მოდულის შეკითხვებსა და ძირითად საკითხებს. თვალი გადავავლეთ ჩვენს  მიერ შემუშავებულ იდეებსა და მასალებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
       ვუპასუხეთ მოდულის შეკითხვებს:
  • როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი ეფექტურად?
  • როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული შეფასება?
  •     გადავამოწმეთ, შენახული გვაქვს თუ არა ყველა ფაილი და ინტელის დაწყებითი სასწავლო კურსის მასალები.
    ფაილების გადატანა
    1. გადავიტანეთ შესაბამის  ფაილებში ჩვენს მიერ შექმნილი დოკუმენტები .
  • განვათავსეთ გუგლ-დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე: პროექტებით სწავლება.
  • ბოლოს გავაკეთეთ გამოქვეყნებული მასალის პრეზენტაცია.
  • გავაკეთეთ მნიშვნელოვანი დასკვნები, ტრენინგ კურსის შეჯამების შემდეგ: საპრეზენტაციო ჩვენება საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის შესაძლებლობას გვაძლევს და, ამდენად, მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.

суббота, 10 ноября 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

     ტრენინგ-კურსის მერვე დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული.
     გადავხედეთ მეშვიდე მოდულის კითხვებსა და ძირითად საკითხებს. თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შემუშავებულ იდეებსა და მასალებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
 ვუპასუხეთ მოდულის კითხვებს:
  • როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
  • როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
გავეცანით მეშვიდე მოდულის ძირითად საკითხებს:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.
  • შევქმენით მოსწავლეთა ფასილიტაციისათვის დოკუმენტი: პრეზენტაცია პოვერპოინტში , ჩვენი პროექტის თემაზე. 
       

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

   ტრენინგ-კურსის მეშვიდე დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,  დიფერენცირებული სწავლება, მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით . გავეცით პასუხი მნიშვნელოვან კითხვებს:
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
  • როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
  • როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?
შევავსეთ ჩვენი სასწავლო პროექტის აღნიშნული ბლოკი.
      მონაწილეები დაიყო ტრიადებად და დაგვევალა შეგვექმნა  პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე. ჩვენი ჯგუფის თემას წარმოადგენდა:  ,,ვიზუალური, აუდიო და კინესთეტიკური" აღქმის უნარების შესახებ. პრეზენტაცია გავაკეთეთ  პოვერპოინტში და წარუდგინეთ აუდიტორიას.
      ვისაუბრეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის ფორმებზე, ერთ-ერთი ჩვენც შევქმენით.
      მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით : ერთმანეთს გავუზიარებეთ სავარაუდო ნაშრომებსა და შეფასების რუბრიკებს
  • ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას
  • მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლისთვის
  • დავგეგმეთ შეფასება მოსწავლეთა თვითრეგულირებისთვის
  • შევქმენით დამატებით მასალებს მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი)
  • მოვახდინეთ  სასწავლო პროექტის მოდიფიცირება
  • გავაკეთეთ რეფლექსიას
  • დავიწყეთ  თემისთვის საჭირო ფასილიტაციის მასალების მომზადების დაგეგმვას.

суббота, 3 ноября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

    ინტელის ტრენინგ-კურსის მეექვსე დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული.
     გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და ჩავწერეთ ჩვენი პროექტის გეგმაში, შეფასების ინსტრუმენტები, შეფასების დაგეგმვა, შეფასების გეგმის ჩეკლისტი, მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკები.
   მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:გადავხედეთ შემდეგ დოკუმენტს სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი და შეფასების გეგმის ჩეკლისტი, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
2. დავხვეწეთ შეფასების გეგმის რეზიუმე, ჩეკლისტში მითითებული ინსტრუქციების მიხედვით.
3. დავხვეწეთ სასწავლო პროცედურები; კერძოდ კი აღწერეთ, როგორ გამოიყენებთ შეფასების ფორმებს პროექტის განმავლობაში.
4. და ბოლოს, შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ფორმები და სასწავლო პროცედურები პროექტის გეგმიდან.
  • დავფიქრდით, რატომ გვსურდა მოსწავლის მიერ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.  დავამატეთ რამდენიმე ისეთი ამოცანა და სტანდარტი, რომელიც პროექტის გეგმის შექმნისას არ გაგვახსენდა.
  • გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შექმნილ შეფასების ფორმებს. საჭიროა თუ არა შეფასების გეგმაში რომელიმე ამოცანის დამატება?
5. გადავხედეთ სტანდარტებისა და მიზნების ჩამონათვალს, შევასწორეთ და შევცვალეთ ისინი საჭიროებისამებრ.
6. შევინახეთ განახლებული პროექტის გეგმა.

понедельник, 29 октября 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

   დღეს გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის მესამე და მეოთხე მოდულებს.
    მესამე მოდული ფარგლებში განვიხილეთ:
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის საკვანძო კითხვები
  • როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
  • როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
  •  გავეცანით  დამატებით რესურსებს.
  • ამ მოდულში გამოყენებულ  შემდეგ ფაილებს:საავტორო უფლებების ტესტი, საავტორო უფლების ქაოსი, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი (მარტივი) და შევავსეთ, ჩავწერეთ მოძიებული ინფორმაციის ლინკის მისამართი და მოკლე მიმოხილვა.
  • სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.შეადგინეთ სასწავლო პროცედურები თქვენი სასწავლო პროექტის გეგმისთვის, ჩეკლისტში წარმოდგენილი ინსტრუქციების საფუძველზე.
    3. სასწავლო პროცედურების შედგენის პროცესში შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ საჭიროა სტანდარტებისა და მიზნების შეცვლა ან განახლება. გადავხედეთ სტანდარტებსა და მიზნებს სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტში.
    4. შევინახეთ ჩვენი  სასწავლო პროექტის გეგმა.

воскресенье, 21 октября 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

     დღევანდელ დღეს განვიხილეთ პროექტის  შეფასების დროის ჩარჩო, სხვადასხვა პროექტების მაგალითზე, შემდეგ კი  დავგეგმეთ ჩვენი პროექტისთვის. ასევე კომენტარის სახით დავწერეთ შეფასების შეჯამება.
     განვიხილეთ ზოგადად პრეზენტაციის მომზადების ტექნიკები სასწავლო პროექტზე,  გავეცანით  რამდენიმე პრეზენტაციას  სხვადასხვა საგნებში, შემდეგ კი მოვამზადეთ პრეზენტაცია პოვერპოინტში ჩვენს მიერ შექმნილ  სასწავლო პროექტზე. 

суббота, 20 октября 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

    სანტერესო იყო მეორე მოდული, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება, ზოგადი, თემატური და შინაარსობრიკი კითხვების არსი, მათი სწორად ფორმულირება, რომელიც დაგვეხმარება პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეებისათვის სწორი მიმართულების მიცემაში, ასევე გაკვეთილის დაგეგმვის დროს.
     მნიშვნელოვანი იყო ბლუმის ტაქსონომიის განხილვა, 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევების გამომხატველი სიტყვები, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტისა და გაკვეთილის  სწორად დაგეგმვაში.
    ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტზე. ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები შევიტანეთ პროექტში.
    შევავსეთ დავალება,  ,,ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები".